fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის ახალი გეგმა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად – სად ფიქსირდება მძიმე ვითარება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მთავრობა და ექსპერტთა საბჭო მუშაობს საკითხზე, რომ თავიდან აირიდოს კორონავირუსის გავრცელება მათგან, ვინც ბრუნდება კუნძულებიდან. როგორც უკვე ცნობილია, დაბრუნებისას საჭიროა თვით-ტესტირება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

მთავრობის განცხადებით, მათ, ვინც აუცრელნი არიან და დაბრუნდებიან შვებულებიდან, შეუძლიათ უფასოდ აიღონ ორი სელფ-ტესტი და ჩაიტარონ ის, რათა დარწმუნებულები იყვნენ, არიან თუ არა ინფიცირებულები, ვინაიდან გამომგზავრებამდე შესაძლოა ვირუსი არც კი გამოვლინდეს.

პროფესორთა თქმით, უკან მომავალთა უმეტესობა ასიმპტომატურია, აქედან გამომდინარე, შედიან კონტაქტში მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან და ავრცელებენ ვირუსს.

ამრიგად, 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით 30 წლამდე პირები კვლავ აიღებენ სელფ-ტესტებს (2X) უფასოდ.

პროფესორები ითხოვენ ახალგაზრდებისგან, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ 7-10 დღის მანძილზე არ შევიდნენ კონტაქტში მოხუცებთან, მათი უსაფრთხოების მიზნით.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ეპიდმდგომარეობა შედარებით მძიმეა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული შემდეგი ტერიტორიები:

ახაია, ილია, ევია, კოზანი, ევროსი, კავალა, ლარისა, ეტოლოაკარნანია, როდოს, ნაქსოს, ხიოს, კალიმნოს, იკარია.

onalem

ტესტ