fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება! მიცოტაკის საგანგებო მიმართვა

კირიაკოს მიცოტაკის მიერ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საბერძნეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. თუმცა, ცხადია, არა ყველასთვის.

კერძოდ:

  • ვაქცინაცია (ახლავე) სავალდებულო ხდება მოხუცთა მოსავლელ ცენტრებში მომუშავე პერსონალისთვის. ვინც კანონს არ დაექვემდებარება, მუშაობას შეაჩერებს 16 აგვისტოდან.
  • 1 სექტემბრიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
  • 16 ივლისიდან საბერძნეთში დახურული სივრცეები გაიხსნება და შიგნით შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინირებული ნაწილისთვის. იგულისხმება ბარები, კინოები, თეატრები და ა.შ.
  • შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირებს ექნებათ საშუალება, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ საკუთარ დანაყოფებში.

onalem

ტესტ