fbpx
საბერძნეთი

შემთხვევა საბერძნეთში: 55 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ხელში კი, თმის ბღუჯა ეკავა

ვოლოსის საზოგადოება შეძრა 55 წლის ქალის ამბავმა, რომელიც ქალაქის ცენტრში არსებულ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციას მისმა პარტნიორმა მამაკაცმა შეატყობინა, რომელიც ბულგარეთიდან არის.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ქალი კორპუსის შესასვლელში არსებულ ბინაში ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იპოვეს, სახლი ძალიან არეულ-დარეული იყო, ხოლო რაც ყველაზე უჩვეულოა, ქალს ხელში თმის ბღუჯა ეკავა.

ამ დროისთვის პოლიცია ყველანაირ სცენარს განიხილავს და ცხადია, არ გამოირიცხება კრიმინალი დანაშაულის შესაძლებლობა. მიმდინარეობს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, ვის ეკუთვნის თმა და მეორეს მხრივ, როგორ მოხვდა ის ქალის ხელში.

ექსპერტიზა დაადგენს ქალბატონის გარდაცვალების მიზეზსა და დროსაც.

onalem

ტესტ