fbpx
საბერძნეთი

60 წლის ბერძენი, რომელსაც 14 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გლიფადაში თავისუფლად დადიოდა

60 წლის მამაკაცი ატიკის უშიშროების დეპარტამენტის ოფიცრებმა 3 იანვარს დააკავეს ათენის ერთ-ერთ მდიდრულ გარეუბანში, გლიფადაში, სადაც თავისუფლად დადიოდა. როგორც ირკვევა, მას თავისუფლების 14 წლით და 3 თვით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

როგორც მედია იუწყება, მას გამოტანილი ჰქონდა ხუთი გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდება კი შემდეგია: სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების მუდმივი გადაუხდელობა, ფიქტიური და ყალბი საგადასახადო ინფორმაციის გაცემა-მიღება.

პოლიციის მასალებზე დაყრდნობით, 60 წლის მამაკაცი მართავდა კომპანიას, რომელიც სასტუმროებსა და რესტორნებს სხვადასხვა ნედლეულსა და მასალას აწვდიდა, სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის გარეშე.

დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ