fbpx
საზოგადოება

“არ ვიცოდი, რომ ნაღდი ფული უნდა მქონოდა” – ევი ვატიდუ ბაზარში საკრედიტო ბარათით წავიდა

ყოფილი მოდელი, ევი ვატიდუ, ღრუბლებიდან ჩამოვარდა, როდესაც ქუჩაში გამართულ ტრადიციულ ბაზარში წავიდა და თან მხოლოდ საკრედიტო ბარათი ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ბაზარში და არ იცოდა, რომ აუცილებლად ნაღდი ფული უნდა ჰქონოდა.

“ბაზარში არ დავდივარ. სუპერმარკეტში სიარულს ვარ მიჩვეული და რაც ბაზრიდან მჭირდება, დედაჩემს მოაქვს. არ ვამზადებ საჭმელს, ამიტომ ბევრი რამ არც მჭირდება, მაგრამ ოჯახს, რომელსაც უნდა რომ საკუთარი კალათი შეავსოს, რა თქმა უნდა, ბაზარში უკეთესი ფასებია. საქმე იმაშია, რომ უნდა გვქონოდა ნაღდი ფული, ეს არ ვიცოდი,” ამბობს ვატიდუ.

ყველაზე სახალისო მომენტი მაშინ იყო, როდესაც ევიმ გამყიდველს ჰკითხა 5,90 ევრო მხოლოდ ერთი ცალი ავოკადოს ფასი იყო თუ 1 კილოგრამის. როდესაც გადახდის დრო მოვიდა, ყოფილ მოდელს მხოლოდ კარტა აღმოაჩნდა, რადგან ვერ წარმოიდგინა, რომ ბაზარში არ შეეძლო ამ გზით გადახდა.

onalem

ტესტ