fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკიმ საგანგებო სხდომა მოიწვია – კვლავ ცვლილებები კოვიდის გავრცელების გამო ჩინეთში?!

ბოლო პერიოდში ჩინეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელსაც ესწრებიან საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი და მისი მოადგილე, მინა გაგა, ასევე, ΕΟΔΥ-ს პრეზიდენტი, თეოკლის ზაუტისი.

მთავრობის მაგიდაზე განსახილველად დევს ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ კოვიდის გავრცელებიდან გამომდინარე. როგორც ირკვევა, იგეგმება, რომ დაწესდეს სავალდებულო ტესტირება მზაგრებისთვის ჩინეთიდან შემოსვლის შემთხვევაში. ამას გარდა, განიხილავენ, რომ გაიცეს მკაცრი რეკომენდაცია პირბადეების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც მგზავრების, ასევე აეროპორტის თანამშრომლების მხრიდან.

მთავრობა შიშობს, რომ რეისებმა და საბერძნეთში ჩინეთიდან შემოსულმა მგზავრებმა შესაძლოა ეპიდმდგომარეობა დაამძიმოს, აქედან გამომდინარე, წინასწარ განიხილავენ საკითხებს, რომ საბერძნეთში კვლავ არ გახდეს შეზღუდვების დაწესება აუცილებელი.

onalem

ტესტ