fbpx
პოლიტიკა

ალექსის ციპრამ მშვიდობის დარგში პრემიის სახით მიღებული 35.000 ევრო უნივერსიტეტებს გადასცა

ალექსის ციპრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად მშვიდობის დარგში პრემია მიიღო, 35.000 ევროს ოდენობით. როგორც ციპრა აღნიშნავს, ეს არ არის მისი პირადი ჯილდო, სწორედ ამიტომ თანხას საბერძნეთის ხუთ უნივერსიტეტს გადასცემს და აჯილდოვებს საუკეთესო სტუდენტებს, საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრისთვის.

“მე ამ პრემიას არ აღვიქვამ, როგორც პერსონალურ ჯილდოს, აქედან გამომდინარე გადავცემ ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებს და ვაჯილდოვებ პირველ სტუდენტს.

თუ ჩვენ გვსურს, რომ ვებრძოლოთ ნაციონალიზმის ჭირს, რომელიც ასე აწუხებს ჩვენი რეგიონის ხალხებს, განსაკუთრებით, ბალკანეთში, უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია განათლებაში, ცოდნაში, მეცნიერებაში, ახალგაზრდებში, რომელთაც განსხვავებული კულტურის შექმნა სჭირდებათ. კარგად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს შორის არსებულ განსხავებებს და უნდა ავაშენოთ ხიდი მათ შორის. 

ეს პრემია არის ეროვნული ჯილდო და არ მიმაჩნია, ჩემს კუთვნილებად. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მოვახმაროთ ბალკანეთის ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას, ხუთ უნივერსიტეტში მომდევნო 6 წლის მანძილზე დაჯილდოვდება სტუდენტი, რომელსაც საუკეთესო სადიპლომო ნამუშევარი ექნება, ბაკალავრიატსა თუ ასპირანტურაში,” განაცხადა ციპრამ.

onalem

ტესტ