fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთი: პოლიციამ შეამოწმა ახალგაზრდა, რომელიც ჯვრის დასაჭერად წყალში ხტებოდა

შემთხვევა გუშინ, ნათლისღების დღეს, სერესში მოხდა. ხალხისგან ძლიერი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა პოლიციის მიერ ახალგაზრდის შემოწმებას, რომელიც ჯვრის წყლიდან ამოსატანად ემზადებოდა.

სიდიროკასტროს მიტროპოლიტმა, მაკარიომ, ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ პოლიცია მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს. მან ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“მადლობა ვუთხრათ მთავრობას იმისთვის, რისი გაკეთების უფლებასაც გვაძლევს. ჩვენ რომ აქ ვართ, ეს კურთხევაა, ყველამ უნდა ვატაროთ ნიღაბი და გავიკეთოთ ვაქცინა. არავის უნდა ვინმეს ავნოს,” განაცხადა სასულიერო პირმა.

ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ