fbpx
საბერძნეთი

ხალანდრი: როგორ ტოვებენ ახალშობილ გოგონას ქუჩაში – კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორ ტოვებს, სავარაუდოდ, ქალბატონი 2 თვის გოგონას ხალანდრში, ერთ-ერთ სკვერთან.

ირკვევა, რომ ბავშვს კარგად ეცვა, რომ არ შესცივნოდა და ჰიგიენურადაც წესრიგში იყო. მას თან ახლდა წერილი, რომელშიც ეწერა: “მე მქვია ვასილიკი”.

ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ექიმები აცხადებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. მიუხედავად ამისა, ის იქ დარჩება, ვიდრე გამოძიება მისი მშობლების ვინაობასა და ადგილსამყოფელს დაადგენს და შესაბამისად, რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ადამიანი, რომელიც მას პარკთან ტოვებს, შავებშია ჩაცმული, ქუდი ახურია და პირბადეს ატარებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ არავინ ამოიცნოს.

ნახეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ