fbpx
საბერძნეთი

რა დაჯდება წელს სადღესასწაულო სუფრა საბერძნეთში – რომელი პროდუქტები გაძვირდა გასულ წელთან შედარებით?!

შობა-ახალი წელი ახლოვდება და ყველა ოჯახი ემზადება სადღესასწაულო სუფრისთვის, რომელიც წლის ყველაზე ბრჭყვიალა პერიოდის განუყოფელი ნაწილია. წელსაც, ცხადია, დიდია ინტერესი, პროდუქტების ღირებულებასთან დაკავშირებით და როგორც ირკვევა, ფასები გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მაღალია.

მაგალისთისთვის: ინდაურის ფასი კილოგრამზე 7-10 ევრო 2022 წელს, 9-11 ევრო 2023 წელს.
ღორის ხორცი 2022 წელს 4-6 ევრო, 2023 წელს 6-9 ევრო.
საქონლის ხორცი, ძვლის გარეშე, 2022 წელს კილოგრამზე ფასი 11 ევრო იყო, 2023 წელს კი,  12,50 ევროა.
ცხვრის ხორცი 2022 წელს 11 ევრომდე ღირდა, ხოლო წელს იგივე პროდუქტის ფასი 13 ევროა.
საშობაო ღვეზელი (ვასილოპიტა) წელს 7,64 ევროა კილოგრამის ფასი, ხოლო გასულ წელს 5,34 ევრო იყო, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედებს “საშობაო კალათი”, რომელიც ძალაში იქნება 4 იანვრამდე.

onalem

ტესტ