fbpx
საბერძნეთი

გამანადგურებელი ხანძარი იპოკრატიო პოლიტიაში- გარდაცვლილია 38 წლის მამაკაცი

გავრცელებული ინფორმაციით, იპოკრატიო პოლიტიას ერთი მკვიდრი, 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, დღეს 14:00 საათზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდა ΕΚΑΒ-ის ჯგუფი, რადგან მიაწოდეს შეტყობინება, რომ ელექტრო ენერგიის ბოძი ჩამოვარდა და ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, ცეცხლმა მოიცვა ყველაფერი, იწვის სახლები, მანქანები, ხეები და შესაბამისად, ბოძებიც.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბოძი მამაკაცს თავის არეში დაეცა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

onalem

ტესტ