fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სეზონზე მუშაობის მსურველ ახალგაზრდას დამსაქმებელმა კარავში ცხოვრება შესთავაზა

ზაფხული ნელ-ნელა ახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და აღნიშნული სფეროს ბიზნესი მუშაობას იწყებს. სასტუმროები, ტავერნები, რესტორნები იხსნება და ელოდებიან  ტურისტებს, რომლებიც წინასწარი შეფასებით, ძალიან დიდი რაოდენობით იქნება საბერძნეთში 2023 წელს.

პარალელურად, ამ ბიზნესს სჭირდება მუშახელი და შესაბამისად, ინტერნეტ სივრცეში იდება ვაკანსიები, რომ მუშაობის მსურველები გამოეხმაურონ. ერთ-ერთ ასეთ ვაკანსიას გამოეხმაურა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს:

“სეზონზე დასაქმების სურვილი გამოვთქვი და დამსაქმებელს გავესაუბრე. გარდა იმისა, რომ სამსახური 10 საათიანია და შეიძლება მეტიც (როგორც თავად ამბობს), მთელი პერსონალისთვის მხოლოდ ერთი, საერთო აბაზანა არსებობს და შემომთავაზა, რომ თუ დანარჩენ ორ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ მინდოდა, შემეძლო, რომ კარავში მეცხოვრა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავად მომცემდნენ, მაგრამ იყო ერთი პირობა, რომ ეს კარავი არ უნდა დამეზიანებინა.”

ახალი ამბავი არ არის, რომ ზაფხულის სეზონზე მუშაობა არც თუ ისე მარტივია და თანამშრომლებს ხშირად საკმაოდ აუტანელ პირობებში უწევთ ცხოვრება, ფიზიკური დატვირთვის პარალელურად.

onalem

ტესტ