fbpx
საბერძნეთი

სანტორინი: მანქანა კუნძულის ვიწრო ქუჩაზე გაიჭედა

სანტორინიდან, კერძოდ კი, მესარიადან ვრცელდება კადრები, რომლებსაც ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად: მძღოლის გამოუცდელობა, იმედი, რომ მანქანა ქუჩაზე გაეტეოდა, ან უბრალოდ მძღოლის გადამეტებული თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერი კარგად იცის და შეძლებდა გავლას…

როგორც უნდა იყოს, ფაქტი ერთია, რომ მანქანა, რომელიც ნაქირავებია, აგიოს კონსტანტინოს ვიწრო ქუჩაზე გაიჭედა და ვერანაირად ვერ გამოჰყავდათ იქიდან. როგორც ადგილობრივი საზოგადოება ამბობს, Nissan-ის მარკის ავტომობილი იმდენად ცუდად იყო გაჭედილი, რომ საჭირო გახდა თავად იმ ოფისს დაკავშირებოდნენ, საიდანაც მანქანა დაიქირავეს, რომ როგორმე გამოეყვანათ, თუმცა, ეს არც თუ ისე ადვილი საქმე იყო.

ჩანს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გავლისას მძღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

onalem

ტესტ