fbpx
პოლიტიკა

თურქულ გემს, Oruc Reis, უკან 10 საბრძოლო ხომალდი მოჰყვება – თურქული ვერტმფრენები კასტელორიზოს თავზე

გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ სამეცნიერო გემს, Oruc Reis, რომელიც კვლევებისთვის ემზადება, თან 10 საბრძოლო ხომალდი დაჰყვება, რომელიც მისთვის დაცვის ფუნქციას ასრულებს.

ამ ყველაფრის ამსახველ ფოტოებს თავად თურქებიც კი ავრცელებენ და ჩანს, რომ 10-დან 5 საბრძოლო გემი Oruc Reis-ს გარშემორტყმული ჰყავს და შექმნილია ერთგვარი “დამცავი ღობე”.

პარალელურად კი, ცნობილი გახდა, რომ კასტელორიზოს ტერიტორიაზე, ბერძნული ვერტმფრენი სამმა თურქულმა ვერტმფრენმა შეავიწროვა.

ბერძნული მხარის განმარტებით, თურქები ცდილობენ, რომ ბერძნებზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინონ და ისინი ამ მხრივ დაასუსტონ.

თურქული მედია იმასაც იუწყებოდა, რომ კუძნულ როდოსთან ბერძნებმა თურქებს ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაჭრეს.

onalem

ტესტ