fbpx
პოლიტიკა

ოდესის თავზე უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის საზოგადოებრივი შტაბის სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, ოდესის თავზე უკრაინელებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

მისი თქმით, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად, სუ-30-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ასევე, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო აფეთქებები, რომლებიც ქალაქში გაისმა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ხმები იყო – “ჩვენმა სამხედრო ძალებმა ოდესის გარეუბანში მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: mtavari.tv

onalem

ტესტ