fbpx
მსოფლიო

რუსები უკრაინაში ბერძნებს ხოცავენ – გარდაცვლილია საბერძნეთის მინიმუმ 6 მოქალაქე

ბერძნული მედიის საგანგებო ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაბომბვის შედეგად ბერძნებიც დაიხოცნენ. გარდაცვლილია საბერძნეთის მინიმუმ 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც.

დაბომბვა განხორციელდა მარიუპოლის გარეთ, სოფელ სარტანასთან, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში მდებარეობს. აქ რუსულ ბომბებს ორი ბერძენი ემსხვერპლა, ხოლო მეორე სოფელი, რომელშიც ბომბებს 4 ბერძენი შეეწირა, ბუხასია, რომელიც მარიუპოლის ჩრდილოეთით მდებარეობს, ძალიან ახლოს ბრძოლის პირველ ხაზთან.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საბერძნეთი სასტიკად გმობს რუსულ აგრესიას და ბომბების მიმართვას შვიდობიანი მოსახლეობისკენ. ირკვევა, რომ დაშავებულებიდან 1 ბავშვია.

ტვიტერის საშუალებით ნიკოს დენდიამაც გაავრცელა განცხადება რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ორი ბერძენის გარდაცვალება დადასტურდა.

onalem

ტესტ