fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს ევროპული გვალვა უახლოვდება – მიმდინარე კვირაში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საბერძნეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება და პირველ გვალვასთან მოგვიწევს გამკლავება. ტემპერატურის მატება ხვალიდან, სამშაბათიდანვე იქნება შესამჩნევი, თუმცა, 39-40 გრადუსს ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიაღწევს.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, თესალიაში მინიმუმ 37-38 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო იპიროს დანარჩენ ტერიტორიაზე ჰაერი 34 გრადუსამდე აიწევს.

დღეს ათენში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება და ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს, ხვალიდან უკვე საგრძნობლად მოიმატებს, 36 გრადუსამდე, ოთხშაბათს კი 37 გრადუსი დაფიქსირდება. გვალვა თავის პიკს ხუთშაბათს მიაღწევს, როცა ათენის ცენტრში 39 გრადუსია მოსალოდნელი. კვირის ბოლოსთვის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით შემცირდება.

გვალვის ტალღა მთელ ევროპას დაატყდა თავს, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ესპანეთსა და საფრანგეთში, ახლა კი, ფენომენი საბერძნეთამდეც მოაღწევს. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, კიდევ ერთი ტალღა შემდეგ კვირაშიც მოსალოდნელია.

onalem

ტესტ