fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან საბერძნეთის სუპერმარკეტების თაროებზე პროდუქტებს სპეციალური აბრები ექნებათ

ორშაბათიდან, 16 ოქტომბრიდან, საბერძნეთში სუპერმარკეტების თაროებზე ნელ-ნელა შევნიშნავთ სპეციალურ აბრებს, რომლებიც კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის 5%-იან კლებაზე მიუთითებენ. აღნიშნულ საკითხზე უკვე ისაუბრა საბერძნეთის განვითარების მინისტრმა და აღნიშნა, რომ ფასების კლება გათვლილი იქნება თავიდან 6 თვეზე, მაგრამ სამინისტროს მიზანია, რომ მიაღწიოს ფასების მუდმივ, სტაბილურ კლებას.

გეგმაშია, რომ ფასი შემცირდეს ჯამში 500 პროდუქტზე, რომელიც ოჯახებისთვის პირველად და აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ხოლო ამ დროისთვის უკვე განსაზღვრულია 100 პროდუქტი, რომელიც 5%-ით გაიაფდება მომდევნო 6 თვის მანძილზე.

“ორშაბათიდან მოსახლეობა დაინახავს, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდა, მაგრამ მათი ძებნა არ მოუწევთ, რადგან განთავსებული იქნება სპეციალური აბრები, რომლებიც ფასის კლებაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანია, რომ ზომებმა, რომლებსაც ვიღებთ, ფასების სტაბილური, მუდმივი კლება გამოიწვიოს და მოსახლეობა არ ელოდებოდეს რაიმე აქციებს, საყიდლებზე წასასვლელად. პირველ ეტაპზე ფასები დააკლდება 100 პროდუქტს, რომელიც უკვე შეირჩა, ხოლო საბოლოოდ, იგეგმება, რომ ეს რიცხვი 500-მდე გაიზარდოს,” ამბობს კოსტას სკრეკასი.

 

onalem

ტესტ