fbpx
საბერძნეთი

ბერძნები გარეთ მოსაწევად გადიან, ხოლო უკან აღარ ბრუნდებიან, რომ თანხა გადაიხადონ

მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვა სათავისოდ გამოიყენოს. ისინი შედიან რესტორნებში, უკვეთავენ სასმელსა და საჭმელს, შემდეგ იმიზეზებენ, რომ გარეთ მოსაწევად უნდა გავიდნენ, საბოლოო ჯამში კი “გარბიან”… ეს იმისთვის, რომ თანხა არ გადაიხადონ.

სხვადასხვა რესტორნებისა და კაფე-ბარების მფლობელებს ახალმა კანონმა, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, დიდი თავისტკივილი გაუჩინა. ტელეკომპანია ERT-ზე გასულ სიუჟეტში ითქვა, რომ კლიენტთა დიდი რაოდენობა გარეთ მოწევის მიზნით გადის და ამ ყველაფერს იმისთვის იყენებს, რომ შიგნით აღარ დაბრუნდეს და იქაურობას თანხის გადახდის გარეშე ტოვებენ.

სხვადასხვა დაწესებულებების 90%-ს შიდა ბრუნვაში ზარალი აღენიშნება.

იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი:

onalem

ტესტ