fbpx
საზოგადოება

“მეხუთე შვილს არ გავაჩენდი, რადგან ვერ შევძლებ…” – კატია ზიგული ოჯახსა და საკის რუვაზე

კატია ზიგულიმ თავისი არხის მეშვეობით ამჯერად ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო საკი პირველად, იყოლიებს თუ არა წყვილი მეხუთე შვილს და რა არის მათი ურთიერთობის იდილიის საიდუმლო.

“მეხუთე შვილს არ გავაჩენდი, რადგან ვერ შევძლებ. მაგრამ თუ მაინც საუბარი იქნებოდა გოგონას სახელზე, აუცილებლად ანნას დავარქმევდი, ბიჭს კი ანდრეას. სახელი აუცილებლად “ა”-ზე უნდა იწყებოდეს. ეს თავიდანვე გადავწყვიტეთ.

საკის პირველად საშობაო ღონისძიებაზე, ბევრ ხალხში შევხვდი. მახსოვს, როცა ერთმანეთი გაგვაცნეს, ფოტოსთვის უნდა გვეპოზიორა. როცა ჩვენი მაგიდებისკენ წავედით ვიგრძენი, როგორ მიყურებდა ორი თვალი. უკან შევბრუნდი და ის დავიჭირე. 

ჩვენს ურთიერთობაში კარგი ის არის, რომ არ არსებობს რუტინა. ყოველი დღე განსხვავებულია, გამომდინარე მისი პროფესიული ვალდებულებებიდან, რადგან არასოდეს იცი რა მოხდება. რასაც ყოველდღე ვცდილობ არის ის, რომ საკი “მოვიპარო” და სადილზე წავიდეთ,” ამბობს კატია ზიგული.

onalem

ტესტ