fbpx
ეკონომიკა

დახმარება ოჯახებს საბერძნეთის მთავრობისგან 700 ევროს ოდენობით – ვის აქვს თანხის მიღების უფლება?!

სამთავრობო გაზეთში ახალი დეტალური ინფორმაცია ვრცელდება, თუ ვინ მიიღებს სოციალურ დახმარებას საშობაოდ და როგორ განისაზღვრება კრიტერიუმები.

როგორც გაზეთშია აღნიშნული, ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. დაახლოებით 30.000 შშმ პირი, განურჩევლად ასაკისა, ანუ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ 24 წელს ზემოთაც, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ მარტო თუ ოჯახთან ერთად, მიიღებენ 700 ევროს.

თანხას ასევე მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი), რომელთა საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირებული შემოსავალი 200.000 ევროს არ აღემატება.

ფულადი დახმარება მომდევნო რამდენიმე დღეში დაერიცხებათ ოჯახებსაც, სადაც 1 ან ორივე მშობელი უმუშევარია და ოჯახის საერთო შემოსავალი არ აღემატება 15.000 ევროს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი მთავრობისგან დახმარების მიღება შეუძლიათ ქვეყანაში ლეგალურად მაცხოვრებელ ქართველ ემიგრანტებსაც. საკუთარი მდგომარეობის და იმის გასარკვევად, გეკუთვნით თუ არა დახმარება, მიმართეთ ბუღალტერს.

 

onalem

ტესტ