fbpx
საზოგადოება

“ერთი მათგანი გარდაცვლილია” – საგანგებო ინფორმაცია გატაცებული ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურების შესახებ

ტონგოს საზღვაო ტერიტორიიდან გატაცებული მეზღვაურების შესახებ სასიხარულო და ამავდროულად სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ცნობილია, აფრიკული ქვეყნის წყლებში ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები თავს 4 ნოემბერს დაესხნენ და გაიტაცეს ერთი ბერძენი, ერთი ქართველი და ორი ფილიპინელი მეზღვაური.

გემთმფლობელი კომპანია საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, 20 წლის ბერძენი ბიჭი, ფილიპინელი და ქართველი მეკობრეებმა გაათავისუფლეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, დაღუპულია მეორე ფილიპინელი მამაკაცი.

ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეს, ისევე როგორც ფილიპინელსა და ბერძენს, საკუთარ სამშობლოში უახლოს დღეებში დააბრუნებენ, რადგან საჭიროა ვიზის აღება, ეს კი ორშაბათამდე ფიზიკურად ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ფილიპინების მეორე მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი მისივე ავადმყოფობა გახდა და არა მეკობრეთა მხრიდან გამოვლენილი რაიმე სახის ძალადობრივი ქმედებები. ეს ფაქტი ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა.

 

onalem

ტესტ