fbpx
ემიგრაცია

საიდან აგზავნიან ყველაზე მეტ ფულს ემიგრანტები საქართველოში?!

მიმდინარე წლის ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული საერთო თანხის 25,1% რუსეთზე მოდის

საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – რუსეთიდან იანვარი-ნოემბრის პერიოდში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 385,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 24,7%-ია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 7,7%-ით შემცირდა.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2019 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები 13,3%-ით გაიზარდა და 151 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

2019 წლის ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ვალუტის მოცულობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა და 38 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული საერთო თანხის 25,1% რუსეთზე მოდის.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

რა მოცულობის ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან საზღვარგარეთ

ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 21,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 11,1%-ით აღემატება.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 212 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1,3%-ით აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

onalem

ტესტ