fbpx
საბერძნეთი

საოჯახო ტექნიკის შეცვლა საბერძნეთის მთავრობისგან – პლატფორმა განაცხადის გასაკეთებლად იხსნება

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობისგან საოჯახო ტექნიკის შესაცვლელად საჭირო განაცხადების გასაკეთებლად სისტემა ხვალიდან, 21 ივნისიდან იხსნება. სუბსიდირების პროგრამა მიაღწევს ახალი ტექნიკის ღირებულების 30%-50%-ს, ოჯახის საერთო შემოსავლიდან გამომდინარე.

ეს არის ელექტროტექნიკის გადამუშავებისა და განახლების ყველაზე დიდი პროგრამა, რომელიც საბერძნეთშის განხორციელებულა და მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება. როგორც ირკვევა, ოჯახებში მოხდება მაქსიმუმ სამი მოწყობილობის შეცვლა, მაგალითად: კონდენციონერები, საყინულე, მაცივარი და ა.შ.

როგორც გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრი, კოსტას სკრეკასი აცხადებს, თანხის რაოდენობა, რაც თითოეული მოწყობილობისთვის არის განკუთვნილი მერყეობს 135 ევროდან 710 ევრომდე და დამოკიდებული იქნება გადასამუშავებელი ტექნიკის ტიპზე.

პროგრამის საშუალებით, საბერძნეთში ოჯახები შეძლებენ, რომ მნიშვნელოვნად, დაახლობეით 40%-მდე შეამცირონ ელ. ენერგიის მოხმარება, რაც შესაბამისად, გამოიწვევს გადასახადების შემცირებასაც წლიურად, დანაზოგმა შესაძლებელია 300 ევროსაც კი გადააჭარბოს.

განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა თქვენი TAXISNET-ის კოდები.

onalem

ტესტ