fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მსახიობები მიმტანის როლის შესასრულებლად მივიდნენ და რეალურ ნიშნობაზე ამუშავეს

საბერძნეთში წარმოუდგენელი ამბები ხდება და მდგომარეობა იმ ეტაპამდეა მისული, რომ ეს აღარც არავის უკვირს, თუმცა, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული შემთხვევა, ყველა ფანტაზიას სცდება.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა კომპანიამ გაავრცელა “ვაკანსიები” მსახიობებისთვის, რომლებსაც ნიშნობის წვეულებაზე მიმტანების როლი უნდა შეესრულებინათ. დაინტერესებული პირები ადგილზე მივიდნენ და ცხადია, “გადაღებას” რომ უფრო დამაჯერებელი სახე მიეღო, უთხრეს, რომ უნდა ჩაეცვათ სპეციალური უნიფორმები და ეჩვენებინათ, რამდენად კარგად შეეძლოთ მიმტანის როლის შესრულება.

მსახიობები მიმტანების უნიფორმებში გამოეწყვნენ და დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდნენ სტუმრებს, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, რეალურ ნიშნობაზე იმყოფებოდნენ… თავად ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის ნიშნობაზე. დიახ, სწორად წაიკითხეთ, მსახიობები მიიწვიეს, რომ არა თუ როლი შეესრულებინათ, არამედ ემუშავათ, როგორც ჩვეულებრივ მიმტანებს წვეულებაზე.

როდესაც ყველაფერი გაირკვა, დიდი პროტესტის შედეგად, კომპანიის ხელმძღვანელი იძულებული გახდა 70 ევრო გაეღო, რომელსაც მსახიობები გაინაწილებდნენ.

onalem

ტესტ