fbpx
საზოგადოება

“დედა, ბოდიში” – აკროპოლზე მძიმედ დაჭრილი 18 წლის ბიჭის პირველი სიტყვები, მას შემდეგ, რაც გაიღვიძა

აკროპოლზე გუშინ დაჭრილი 18 წლის ბიჭი ნამდვილად სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, მას გადაუჭრეს მთავარი არტერია, საიდანაც ბევრი სისხლი დაკარგა და რომ არა სწრფი მოქმედება, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მხრიდან, მისი ბედი ბეწვზე ეკიდა.

მედიასთან მისი დედა საუბრობს და აცხადებს, რომ ბიჭმა გაიღვიძა და პირველი სიტყვები უთხრა: “დედა, ბოდიში”.

“ჩემი შვილი ადგა და წასვლას აპირებდა, მაგრამ ჩანთაზე მოქაჩა და ჯერ ყელის არეში, შემდეგ კი, მუცლის არეში დაარტყეს დანა. როცა გაიღვიძა, ბოდიში მომიხადა. ის ძალიან კარგი ბავშვია, რა გავაკეთო?! სახლში ჩავკეტო და აღარასოდეს გავუშვა გარეთ?! უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენი შვილები ქალაქის ცენტრში დავტოვოთ?!”  – ამბობს ქალი.

როგორც უკვე ცნობილია, მთავარი დამნაშავე, რომელმაც დანა გამოიყენა, 17 წლისაა და ბერძენია, ხოლო მეორე მისი თანატოლის ვინაობა ვერ ვრცელდება.

დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ექიმები მუდმივად ამოწმებენ, რომ შიდა სისხლდენა არ განუვითარდეს.

 

onalem

ტესტ