fbpx
საბერძნეთი

გლიფადა: საგადასახადო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ცნობილმა რესტორანმა 600.000 ევრო “დაუმალა”

ბერძნები, განსაკუთრებით დიდი ბიზნესის მფლობელები, ხშირად ცდილობენ, რომ სახელმწიფო გადასახადებს თავი აარიდონ და ეს ყველაფერი საკმაოდ ოსტატურადაც გამოსდით, სანამ საგადასახადო სამსახური არ დაატყდებათ ხოლმე თავს და თაღლითურ სქემას არ გაშიფრავს.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გლიფადაში, ცნობილ ბარ-რესტორანში, სადაც ბრუნვისა და შესაბამისად, მოგების დასამალად, ახალ ხერხს მიმართეს: ისინი ქვითრებს ჩვეულებრივ გასცემდნენ კლიენტებზე, თუმცა, შემდეგ აუქმებდნენ. შექმნილი ჰქონდათ სპეციალური ცხრილი, სადაც აღნიშნული ქვითრები იყო გატარებული, ამიტომ ეს თანხა, საშემოსავლო გადასახადთან ერთად, ბიზნესის “ჯიბეში” მიდიოდა.

აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე მსგავსი გზით რესტორანმა ნახევარ მილიონზე მეტი “დამალა”, 600.000 ევრომდე.

ამ დროისთვის რესტორნისთვის დაწესებული ჯარიმა 40.000 ევროს აჭარბებს, თუმცა, შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმება გრძელდება და არ გამორიცხავენ კიდევ მრავალი დარღვევის აღმოჩენას.

onalem

ტესტ