fbpx
საზოგადოება

“სუნამო გამოვუშვი და 4 თვეში 9 მილიონი ევრო ვიშოვე, წარსულში კი, სუვლაკებს ვახვევდი და სანტექნიკოსადაც მიმუშავია” – ლეპტერის პადაზის

ცნობილი მომღერალი, ლეპტერის პადაზი, გადაცემაში, “Στούντιο 4”, იყო მიწვეული, სადაც ისაუბრა როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაზე.

პადაზიმ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ უმუშავია ბევრ სხვადასხვა სამსახურში, ვიდრე ცნობილი და წარმატებული გახდებოდა:

“დედაჩემი ამბობდა, რომ უნდოდა ექიმი ან ადვოკატი გავმხდარიყავი, მაგრამ დედები სულ ასე ამბობენ. მამაჩემს სჯეროდა ჩემი, ძალიან ვუყვარდი და ხედავდა იმ ვნებას, რაც სიმღერის მიმართ მქონდა. დავყავდი ფილმების სანახავად და ძალიან მეხმარებოდა. როცა მისი სიკვდილი შემატყობინეს, კონცერტი მქონდა. ვიმღერე, შემდეგ შიგნით შევედი და გამოსაცვლელ ოთახში გონება დავკარგე. მახსოვს მისი ბოლო სიტყვები, რაც მითხრა: “გაუფრთხილდი შენს დედმამიშვილებს, დედაშენს, დედოფალივით გყავდეს, ხოლო შენ ბრენდი უნდა გახდე. ეს ყველაფერი გავაკეთე.

წარსულში ბევრ სამუშაოზე მიმუშავია, სუვლაკებსაც ვახვევდი, სანტექნიკოსიც ვყოფილვარ. რაც უნდა მეკეთებინა, პარალელურად ყოველთვის ვმღეროდი.”

მომღერალი შეეხო იმ თემასაც, როდესაც სუნამო გამოუშვა და ამ გზით მილიონობით ევრო გამოიმუშავა:

“საფრანგეთში ვიყავი და რაღაცებს ვყიდულობდი, სწორედ ამ დროს ვხედავ ოდეკოლონს, რომელსაც აწერია ალენ დელონი და ვფიქრობ, რითია ჩემზე უკეთესი. მეც გამოვუშვებ სუნამოს. როცა მეგობრებს ვუთხარი, ყველამ დამცინა. შემდეგ ვიპოვე ერთი კომპანია, მენეჯერი და ქალის სუნამო შევქმენი, სახელად LEPA, ფრანგულად ჟღერდა. ამ სუნამოთი 4 თვეში 9 მილიონი ევრო გამოვიმუშავე, ბოლოს კი, კვიპროსულ კომპანიას მივყიდე და ამ ფულით სახლი შევიძინე,” ამბობს პადაზი.

 

onalem

ტესტ