fbpx
საზოგადოება

კრეტა: მძღოლი ავტობუსს, ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში მართავდა

პოლიციის ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა KTEL-ის ავტობუსის მძღოლი გააჩერეს და შემოწმება დაიწყეს.

კერძოდ, კრეტაზე პოლიციაში შევიდა ზარი, რომელიც იტყობინებოდა, რომ ავტობუსი მოძრაობდა უკონტროლოდ და საფრთხეში აგდებდა როგორც მგზავრების, ისევე სხვა მანქანებში მსხდომი ხალხის სიცოცხლეს.

როგორც ზარის ავტორი ამბობდა, ის უბრალოდ გიჟივით დადიოდა.

პოლიცია აედევნა ავტობუსს და მძღოლს გაჩერება მოსთხოვეს, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ის არათუ მსუბუქად, არამედ ძალიან მთვრალი იყო, რის გამოც საგზაო წესებს ყოველწამიერად არღვევდა.

მამაკაცს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს.

onalem

ტესტ