fbpx
საბერძნეთი

პირველი აუდიოჩანაწერი 9 წლის ჯორჯინას შეტევის მომენტიდან – ნახეთ, რა რეაქცია აქვს რულა პისპირიგუს

ბერძნული მედია ექსკლუზიურ მასალას ავრცელებს, რომელიც პატრაში გარდაცვლილ ბავშვებს უკავშირდებათ. კერძოდ, საუბარია 9 წლის ჯორჯინაზე, რომლის მკვლელობის ბრალდებითაც მისივე დედაა დაკავებული.

პირველად ვრცელდება აუდიოჩანაწერი, რომელიც სწორედ იმ მომენტიდან არის, როდესაც ჯორჯინას შეტევა განუვითარდა. ჩანაწერიდან კარგად ჩანს რულა პისპირიგუს რეაქცია, როგორ ეძახის ექიმებს და თან ვიდეოს იღებს, სადაც ამბობს, რომ სწორედ ექიმებმა უთხრეს, რომ შეტევის შემთხვევაში ასე მოქცეულიყო.

როგორც ჩანს, ამჟამად დაკავებული ქალის რეაქცია არ არის ადეკვატური, ის არ ჰგავს დედას, რომელიც უყურებს, თუ რა ემართება მის შვილს, რომელიც საბოლოოდ მსგავსი შეტევის ფონზე გარდაიცვალა.

იხილეთ ჩანაწერი (გაცნობებთ, რომ გარკვეული ნაწილი, ბავშვის ხმები, მონტაჟის შედეგად არის დახშული):

onalem

ტესტ