fbpx
საბერძნეთი

“გადაადგილდით, მხოლოდ, თუ ეს ძალიან აუცილებელია” – საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტო

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სააგენტო კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არააუცილებელი გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი. კლიმატური ფენომენი “ფილიპოს” აქტიური იქნება კვირა დღემდე, 13 მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების მაცხოვრებლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია, რომ იმ რეგიონებში, სადაც თოვა და ყინვა ფიქსირდება, მანქანები გადაადგილდნენ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და ავზი სავსე ჰქონდეთ საწვავით.

გადაადგილება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდება გადაუდებელი მიზეზით.

დაბალი ტემპერატურა კვირა დღემდე შენარჩუნდება, თოვა მოსალოდნელია ატიკის რეგიონშიც, ხოლო ორშაბათიდან “ფილიპოს” შესუსტდება და შედარებით გამოიდარებს.

 

onalem

ტესტ