fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ბავშვი ყვიროდა, მამას ეძახდა, ის დედამ თვითონ გადმოაგდო” – შოკისმომგვრელი ჩვენებები ნეოს კოსმოსიდან

ნეოს კოსმოსზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დედა-შვილი მე-5 სართულიდან ერთად გადმოვარდა და დედას ის ხელში ეჭირა, თუმცა, პირველადი ცნობები ცრუ აღმოჩნდა. რეალობა ბევრად შემზარავია, რადგან 4 წლის გოგონა დედამ აივნიდან თავად გადმოაგდო.

ათენის მშვიდი უბნის მაცხოვრებლები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, დეტალურად ჰყვებიან, თუ რა მოხდა. ოჯახს, როგორც ძალიან მშვიდ და უპრობლემო ოჯახად ახასიათებენ, მათგან არასოდეს ისმოდა ჩხუბი. პატარა გოგონას ჩვილობაში ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, თუმცა, ძალიან მხიარული ბავშვი იყო.

“დავინახე ბავშვი აივნის გარეთ ეკიდა. რას აკეთებ?! ბავშვი აივნის გარედან არის მეთქი ვუთხარი, მან კი მიპასუხა, რომ კარგად ვერ ვხედავდი. შემდეგ ჩემს ბიჭს ვკითხე, თუ სად იყო ბავშვი, მანაც მითხრა, რომ აივნის გარეთ იყო. სანამ რამე მოვასწარი, მან ბავშვი გადმოაგდო.”

“ბავშვი ყვიროდა და მამას ითხოვდა. როცა მაღლა ავიხედე და დავინახე, დავუყვირე, ეს არ გააკეთო, რა პრობლემა გაქვს, დაგეხმარები, მაღლა ამოვალ, არ აგდავარდე მეთქი, მაგრამ სანამ ფეხსაცმელი ჩავიცვი და მაღლა ავედი, დაცემის ხმა გავიგონე, ისიც გადმოხტა.”

“ჩემს გოგონას თვალებზე ავაფარე, რომ არ დაენახა, არ ვიცი ჩემმა ბიჭმა დაინახა, თუ არა. კუთხეში შევედი, რომ ეს არ დაენახათ.”

ეს ყველა ის ჩვენებაა, რომელსაც გამვლელები და იქ მაცხოვრებლები პოლიციასა და მედიას აძლევენ.

https://soundcloud.com/proto-thema-207490554/3bz7wmkrwlwr

onalem

ტესტ