fbpx
საბერძნეთი

“ბავშვებს ურტყამდა, შეურაცხყოფდა და იყენებდა მათ” – ჩვენებები პირადად მამა ანტონიოს წინააღმდეგ

საზოგადოება შეძრა სასულიერო პირის წინააღმდეგ გავრცელებულმა საჩივრებმა, რომელიც ამ დრომდე თანამედროვეობის ნოედ იყო წოდებული, თუმცა, დღეს უკვე დიდი კითხვის ნიშანი დგას – ვინ არის რეალურად მამა ანტონიო, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია, Κιβωτός του Κόσμου-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

ამჯერად მედიასთან საუბრობს 12 წლის გოგონას ბებია. საუბარია ბავშვზე, კოლონოდან, რომელიც სექსუალური ძალადობისა და პროსტიტუციაში ჩაბმის მსხვერპლი გახდა. ქალის თქმით, დიდი ხანია იცნობს სასულიერო პირს და ჰყვება, თუ როგორ ექცეოდა მის მეორე შვილიშვილს, 12 წლის გოგონას ძმას, როდესაც ცდილობდნენ, რომ ის ერთ-ერთ მასპინძელ სტრუქტურაში გაეგზავნათ.

“მამა ანტონიოს დიდი ხანია ვიცნობ. რა ვთქვა?! უხეში ადამიანი იყო, ბავშვებს წიხლებს ურტყამდა, შეურაცხყოფდა და იყენებდა მათ. ძალიან ცუდად ექცეოდა ბავშვებს, ჩემს შვილიშვილს უთხრა, რომ იქ ფეხი აღარ დაედგა. იგინებოდა, ამაზრზენი სიტყვებით. ამ ადამიანს უნდოდა, რომ ხალხს ერთი თეფში საჭმლისთვის ემუშავათ. სხვა ადამიანებზე, რომლებიც იქ მუშაობენ, ვერაფერს ვიტყვი, მე მხოლოდ მას ვიცნობ პირადად,” ამბობს ქალი.

რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, ერთ-ერთი აღსაზრდელის ჩვენების მიხედვით, მამა ანტონიო მას სექსუალურადაც ავიწროვებდა. ამ დრომდე არსებობს მინიმუმ 10 საჩივარი ორგანიზაციის წინააღმდეგ, ხოლო ხვალ საქმის განხილვა ოფიციალურად დაიწყება.

onalem

ტესტ