fbpx
საბერძნეთი

შვილის მკვლელობაში ბრალდებული რულა პისპირიგუ ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრებს ამზადებს

როგორც ცნობილი გახდა, 9 წლის შვილის, ჯორჯინას მკვლელობაში ბრალდებულ რულა პისპირიგუს ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრების შეტანა სურს. როგორც ის ამტკიცებს, ყველაფერი, რაც მასზე იწერება და ამბობენ, სიცრუეა.

პისპირიგუ კორიდალოს ციხეში იმყოფება და ადვოკატის მეშვეობით დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს ჟურნალისტების უმრავლესობის მისამართით, ისეთი ინფორმაციის გავრცელების გამო, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე იმუქრება, რომ ჟურნალისტებსა და სხვადასხვა გადაცემებს სასამართლოში უჩივლებს.

“ძალიან ბევრჯერ ვცადეთ, რომ შეგვეჩერებინა ის ირაციონალური და უკანონო პრაქტიკა, რასაც ჟურნალისტები ახორციელებენ, მაგრამ ყველა ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. ასე რომ, არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა სასამართლოსი. ჩემი კლიენტი ვერ ხვდება, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ავრცელებს საქმესთან შეუსაბამო ცნობებს. ყველაფერი, რასაც აჩვენებენ, არ არის მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება, არამედ პირადი ცხოვრების დეტალები, რომელთა გამოვლენაც არ არის რეკომენდებული. ისიც კი ითქვა, რომ რულას დასკალაკისთან ქორწინებამდე 80 ურთიერთობა ჰქონდა,” ამბობს პისპირიგუს ადვოკატი.

პატრაში სამი გოგონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვლავ აქტიურ პროცესშია.

onalem

ტესტ