fbpx
საზოგადოება

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ! ამ ორგანიზაციის ფართების ქირასაც კი ვიხდიდი” – რულა კორომილა

რულა კორომილამ დიდი იმედგაცრუება გამოთქვა Κιβωτό του Κόσμου-სთან დაკავშირებული საჩივრების გამო და ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

კორომილა გაბრაზებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას თავიდანვე უჭერდა მხარს და ცდილობდა ბავშვებისთვის ყველანაირი დახმარება აღმოეჩინა. ამას გარდა, იხდიდა იმ ფართების საფასურს, რომელიც ორგანიზაციას ბავშვების განთავსებისთვის სჭირდებოდა.

“Κιβωτό του Κόσμου-ს დაარსების პირველივე წლებიდან ვუჭერდი მხარს პრაქტიკულად. მათი ფართების ქირასაც კი ვიხდიდი და ბავშვებს ყველანაირად ვუჭერდი მხარს. თუ ეს ტრაგიკული და ამაზრზენი ამბები, რომლებიც ბავშვებთან დაკავშირებით ვრცელდება, მართალია, აბსოლუტურ გაბრაზებასა და იმედგაცრუებას ვგრძნობ,” წერს კორომილა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტეს სხვა ადამიანებმაც, რომლებიც იქ ქველმოქმედების მიზნით თანხებს რიცხავდნენ და ასევე, თანხების მიწოდება შეწყვიტა საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

onalem

ტესტ