fbpx
საბერძნეთი

ქვედა კიდურების დამბლის მეორე შემთხვევა საბერძნეთში: ექიმი ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ პარალიზებული დარჩა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, კერკირაზე, ქვედა კიდურების დამბლის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ საავადმყოფოს ექიმს დაღლილობა და დამბლა მას შემდეგ განუვითარდა, რაც ვაქცინის მეორე დოზა გაუკეთდა.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც მან ვაქცინაცია მეორედ ჩაიტარა, თავი შეუძლოდ და სუსტად იგრძნო, მოგვიანებით კი, მიხვდა, რომ ქვედა კიდურების მოძრაობა აღარ შეეძლო და პარალიზებული დარჩა. ამ ყველაფერს თან ახლდა ტკივილი ზურგის არეში.

ამ დროისთვის მას უტარდება გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს მოვლენები უშუალო კავშირში ვაქცინაციასთან.

როგორც უკვე ცნობილია, ექთნის მდგომარეობა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ზუსტად იგივე სიმპტომები განუვითარდა, უმჯობესდება.

onalem

ტესტ