fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილება ეკლესიამ ტელევიზიით შეიტყო

როგორც უკვე ცნობილია, კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, 22 ნოემბრიდან ეკლესიებში შესასვლელად საზოგადოების არავაქცინირებულ ნაწილს ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვება. როგორც მთავარეპისკოპოსი, იერონიმე ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან ტელევიზიით, მოსახლეობასთან ერთად შეიტყო.

როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვეტილება წმინდა სინოდთან შეთანხმების გარეშე მიიღო, ხოლო სასულიერო პირები აცხადებენ, რომ სინოდის სხდომა ორშაბათს გაიმართება, აღნიშნული საკითხის განსახილველად.

მიუხედავად ამისა, ახალი ზომა უკვე დადგენილია და ორშაბათიდან ყველა დახურულ სივრცეში, გარდა მაღაზიებისა და სარესტორნო სფეროს დაწესებულებებისა, აუცრელები არსად შეიშვებიან, ხოლო ეკლესიებში ტესტის პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ.

რაც შეეხება სურსათის მაღაზიებს, საცხობებსა და დიდ სუპერმარკეტებს, ცხადია, შესვლა სრულიად თავისუფალი რჩება.

onalem

ტესტ