fbpx
საბერძნეთი

“არ ვიცი შეიძლება თუ არა კიდევ სხვანაირი კარანტინის დაწესება, რადგან ეს არ არის კარანტინი” – ათინა ლინუ

ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, ათინა ლინუმ აღნიშნა, რომ კარანტინი, რომელიც ახლა არის გამოცხადებული, არ არის სრულყოფილი და ის არ არის დარწმუნებული, რომ საბერძნეთს პანდემიის შეჩერებაში დაეხმარება.

“საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან მზაკვრულ ომში ვართ და არ ვიცით, ვის დაარტყამს პანდემია.

საკმარისი არ არის ზომების მხოლოდ გამოცხადება, საჭიროა მათი შესაბამისად დაცვა. ისინი უნდა გახდეს სასურველი, სანდო და განხორციელებადი. ეს საკმაოდ რთული საკითხია ასეთი დაავადების მძვინვარების დროს.

ეს არ არის ნამდვილი კარანტინი და არ ვიცი არსებობს თუ არა კარანტინის კიდევ სხვანაირი ფორმა, რომლის დაწესებაც შეიძლება.

მოსახლეობას სჭირდება მეტი საინფორმაციო კამპანია, კვლევების გამოქვეყნება… ამჟამინდელი სამეცნიერო საზოგადოება გამოუცდელია კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ საქმე სერიოზულად არის,” აცხადებს ლინუ.

onalem

ტესტ