fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან! მხოლოდ ორი კოდი ღამით გადაადგილებისთვის საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ხვალიდან გადაადგილების ახალი აკრძალვა შედის ძალაში, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდს მოიცავს.

კერძოდ, პარასკევიდან, 13 ნოემბრიდან, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და ექნებათ ოფიციალური საბუთი სამსახურიდან, ისინი, ვისაც შეექმნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და ვინც გავა ცხოველის გასასეირნებლად, მხოლოდ საცხოვრებელთან ძალიან ახლოს და მცირე ხნით.

მიზეზების ნაწილი, (გარდა ჯანმრთელობისა და ცხოველის გასეირნებისა), რომელსაც ვაგზავნით 13033-ზე, აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

ის, ვინც გადაადგილდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით, გააგზავნის ციფრს 1 13033-ზე, ხოლო შინაური ცხოველის გასეირნებისთვის, ციფრს 6. სხვა ციფრები აღნიშნულ საათებში არ იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულია ჯარიმა, 300 ევროს ოდენობით.

onalem

ტესტ