fbpx
საბერძნეთი

მშობლები უკან მეორე ვერტმფრენით მიჰყვებოდნენ – კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც 22 წლის ტურისტი დაიღუპა

დღეს სპატაში მომხდარი ინციდენტი ბერძნული მედიის განხილვის აქტიური თემაა, დეტალები კი, უფრო და უფრო მძიმეს ხდის არსებულ რეალობას. როგორც უკვე ცნობილია, ვერტმფრენის პროპელერში მოჰყვა 22 წლის ბრიტანელი, რომელიც მიკონოდან სამეგობროსთან ერთად ბრუნდებოდა და რამდენიმე ხანში დიდ ბრიტანეთში უნდა გამგზავრებულიყო.

როგორც ირკვევა, ისინი სულ ორი ვერტმფრენით მგზავრობდნენ, მეორე, Bell 407-ის ტიპის ვერტმფრენში ისხდნენ გარდაცვლილის მშობლები და უკან მოჰყვებოდნენ პირველს. როგორც კი ვერტმფრენი დაჯდა და 22 წლის ბიჭი გარეთ გადმოვიდა, კუდის ნაწილში არსებულმა პროპელერმა შეითრია და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. ზუსტი გარემოებები, თუ როგორ და რატომ მოხდა ინციდენტი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

აღსანიშნავია, რომ პილოტმა ამ ყველაფრის დანახვისას მეორე ვერტმფრენის პილოტს შეტყობინება გადასცა და ისინი ათენის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, რათა მშობლები საზარელ სურათს არ შესწრებოდნენ.

იხილეთ კადრები ადგილიდან:

onalem

ტესტ