fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 25 მარტი “ოხის” დღეში აერიათ და ბანერზე 28 ოქტომბერი დააწერეს (კადრები)

გავრცელებული ინფორმაციით, კურიოზული შემთხვევა ქვემო ახაიაში მოხდა. როგორც ყველგან, ისე ახაიაშიც, მუცინიპალიტეტი 25 მარტის აღსანიშნავად ემზადება, თუმცა, მათ ეს თარიღი “ოხის” დღეში აერიათ და ბანერზე 25 მარტის ნაცვლად 28 ოქტომბერი დააწერეს.

ფაქტობრივად ეწერა 1821 წლის 28 ოქტომბერი, რაც არანაირ კავშირში არ არის ხვალინდელ დღესასწაულთან. 28 ოქტომბერს საბერძნეთი აღნიშნავს “ოხის” დღეს, ხოლო ხვალ, 25 მარტს, რევოლუციის დღეს.

როგორც ირკვევა, ეს შეცდომა მალევე შესწორდა, მაგრამ მედიაში სწრაფად ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.

onalem

ტესტ