fbpx
საბერძნეთი

ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობა იწყება – 15 ახალი სადგური დედაქალაქში

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრის, კოსტას კარამანლისის განცხადებით, ათენის მეტროსადგურის მე-4 ხაზის მშენებლობა უახლოეს მომავალში იწყება.

მე-4 ხაზი მოიცავს 15 ახალ მეტროსადგურს ათენში და როგორც მინისტრი ამბობს, პროექტის ღირებულება 1.5 მილიარდი ევროა.

ამას გარდა, იგეგმება, რომ გაფართოვდეს მეტროს მე-2 ხაზიც, ილიონამდე, რაც ატიკის დასავლეთით მცხოვრები მოსახლეობისთვის უდიდესი შვება იქნება. აღნიშნული პროექტი მოიცავს დამატებით სამ ახალ სადგურს.

რაც შეეხება მე-4 ხაზს, წარმოგიდგენთ, თუ რომელ სადგურებს მოიცავს აღნიშნული მარშრუტი:

ალსოს ვეიკუ

გალაცი

ელიკონოს

კიფსელი

დიკასტირია

ალექსანდრას

ექსარხია

აკადიმია

კოლონაკი

ევანგელისმოს

კესარიანი

პანეპისტიმიუპოლი

ილისია

ზოგრაფუ

გუდი.

 

onalem

ტესტ