fbpx
საბერძნეთი

ატიკაში ეპიდმდგომარეობა მძიმდება, რაც ზომებს უკან აბრუნებს – რა იკეტება ორშაბათიდან?!

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკაში ეპიდმდგომარეობა რთულდება და რეგიონს “წითელი” ზონების სიაში შესვლამდე ერთი ნაბიჯი აკლია. მთავრობის მაგიდაზე დევს ახალი გეგმა, რომელიც მოიცავს ზომების კვლავ გამკაცრებას.

როგორც ცნობილი გახდა, ორშაბათიდან მუშაობას წყვეტენ სალონები, რომლებშიც ხდება ფრჩხილების მოწესრიგება. ამის შესახებ თავად სალონების მფლობელები აცხადებენ, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.

ატიკის რეგიონში ბოლო ოთხი კვირის მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია 10%-ით. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იძულებული გახდება, ზომები უკან დააბრუნოს.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს მიხედვით, განიხილება საკითხი, რომ ამ შაბათ-კვირიდან მაღაზიებმა იმუშაონ Click In Shop-ის მეთოდით, ანუ მომხმარებელმა დანიშნოს ვიზიტი, ვიდრე ადგილზე მივა. ამ გზით თავიდან იქნება არიდებული რიგები მაღაზიების გარეთ, რაც, როგორც ჩანს, ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

სკოლების გახსნის საკითხს ექსპერტები ამ დრომდე განიხილავენ, თუმცა, ითვლება, რომ სკოლების ამუშავება ეპიდმდგომარეობას ძალიან არ დაამძიმებს, სწორედ ამიტომ დიდი ალბათობით, მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით საუბარია ზომების მხოლოდ ატიკის რეგიონში გამკაცრებაზე, რადგან ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, მაღაზიების გახსნას დიდი პრობლემები არ გამოიწვევია.

onalem

ტესტ