fbpx
საბერძნეთი

უბედური შემთხვევა სპატაში: 22 წლის ტურისტი ვერტმფრენის პროპელერში მოჰყვა

ბერძნული მედია ტრაგიკული შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც სპატაში, ვერტმფრენთა სადგომზე მოხდა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილია 22 წლის ბრიტანელი, რომელიც ვერტმფრენის პროპელერში მოჰყვა და უკიდურესად მძიმე დაზიანებების მიღების შედეგად დაიღუპა.

პირველადი ინფორმაციით, საუბარია კერძო ვერტმფრენზე, რომლითაც ოთხი ახალგაზრდა ტურისტი მიკონოდან ბრუნდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ბორტიდან ჯერ კიდევ მაშინ გადმოვიდა, როდესაც ვერტმფრენის ძრავა მუშაობდა. ამავე წყაროებზე დაყრდნობით, მან ფოტოს გადაღება სცადა, თუმცა, უკანა ნაწილში არსებულმა პროპელერმა შეითრია. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ბრიტანელს თავი აქვს წაცლილი.

protothema-ის ცნობით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა სამაშველო ბრიგადა, მაგრამ ტურისტი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული.

onalem

ტესტ