fbpx
საბერძნეთი

კრიტიკული მდგომარეობა საბერძნეთში – ინფიცირებული ტურისტებისთვის საკარანტინო ადგილებს ვეღარ პოულობენ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე მდგომარეობა განსაკუთრებით არის დამძიმებული. მათ შორის ერთ-ერთია მიკონო, სადაც ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხჯერ არის გაზრდილი.

ირკვევა, რომ მიკონოზე კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმროები უკვე გადავსებულია და გუშინდელი მონაცემებით, არსებობენ ტურისტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა, იზოლაციაში ვერ გადადიან, რადგან ფიზიკურად საშუალება არ არსებობს.

განიხილებოდა მეორე ვარიანტიც, რომ ერთ-ერთ იტალიელ ტურისტს შეეძლო დარჩენილიყო ნებისმიერ სასტუმროში, თუმცა, ცხადია, უნდა შეეტყობინებინა პერსონალისთვის, რომ კორონავირუსის მატარებელი იყო. როცა ხელმძღვანელობამ ეს გაიგო, მის მასპინძლობაზე მკაცრი უარი განაცხადა.

ადგილობრივი მედიის საშუალებით, ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დაეხმარონ 18 წლის იტალიელს, რადგან მისი ქუჩაში დარჩენა კუნძულისთვის დიდი სირცხვილია, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ მისი შვილი იყოს იტალიელის ადგილას.

 

onalem

ტესტ