fbpx
საზოგადოება

იდუმალებით მოცული ამბავი საბერძნეთში: წყალმა 26 წლის გოგოს ცხედარი გამორიყა, გაუჩინარებულია მისი შეყვარებული

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონასა და მისი მეგობრის დასვენების დღეები ტრაგედიად იქცა. 26 წლის გარიფალია გუშინ ფოლეგანდროზე, კერძოდ კი, ლიგარდიას სანაპიროდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ირკვევა, რომ ის კუნძულზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა და კარავში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ ნაქირავები არც სასტუმრო და არც რომელიმე ბინა. თვითმხილველთა თქმით, გოგონა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მანქანას მართავდა, რომელსაც ბერძნული ნომრები ჰქონდა, მაგრამ არ იყო ნაქირავები. ის მიდიოდა საკმაოდ უჩვეულო ადგილას, საიდანაც კურსს გადაუხვია და გაჩერდა კლდოვან ტერიტორიაზე.

მათივე თქმით, გაჩერების შემდეგ გარიფალიამ საბარგულიდან ზურგჩანთა აიღო და ფეხით სვლა დაიწყო, მას შემდეგ ვარაუდობენ, რომ ის კლდიდან წყალში გადავარდა. გოგონას ოჯახი შოკურ მდგომარეობაშია, უჭირთ მომხდარის დაჯერება და გამოძიებისგან პასუხებს ელიან.

ამ დროისთვის ეძებენ გარიფალიას მეგობარ მამაკაცს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულზე. განიხილება ორი ვარაუდი, რომ ის ცოცხალია და რაიმე იცის მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ პარალელურად, პოლიცია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მისი ცხედარიც წყალში იპოვონ.

მომხდარის გარშემო არსებობს უამრავი კითხვა, რატომ გადაუხვია კურსს გარიფალიამ და საერთოდ, რა მიზეზით აღმოჩნდა ტერიტორიაზე, სად გადაადგილებაც საკმაოდ სახიფათოა.

შემთხვევის ადგილი

გარიფალიას მეგობარი მამაკაცი

onalem

ტესტ