fbpx
საბერძნეთი

2 და 1 წლიანი პატიმრობა ბერძენ პოლიციელებს, რომლებმაც ნეა სმირნიში სტუდენტი სცემეს

საზოგადოებისთვის ცნობილია კარანტინის დროს, ნეა სმირნიში მომხდარი შემთხვევა, როდესაც საბერძნეთის პოლიციის ოფიცრებმა საკუთარი უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდა სტუდენტს.

სამი ბრალდებულიდან ორი დამნაშავედ სცნეს და 2 და 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, პირობითი, ხოლო მესამე უდანაშაულოდ სცნეს, ვინაიდან დამტკიცდა, რომ მას სტუდენტზე ფიზიკურად არ უძალადია.

ინციდენტის მიზეზი იყო პანდემიის პერიოდში პოლიციელების მცდელობა, რომ ნეა სმირნის ცენტრში მყოფი ოჯახი დაეჯარიმებინათ, რასაც ახალგაზრდების მხრიდან რეაქცია მოჰყვა და საბოლოოდ, პოლიციელებმა ძალადობრივ გზებს მიმართეს, რაც სრულებით არ იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ტკივილისგან ყვიროდა, ისინი მაინც აგრძელებდნენ მის ცემას. ეს ყველაფერი კი, თვითმხილველების წინაშე ხდებოდა.

თავად ალექსანდრო, პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულებით კმაყოფილია.

onalem

ტესტ