fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს გვალვის ტალღა უახლოვდება – სადამდე აიწევს ტემპერატურა?!

მეტეოროლოგ იანის კალიანოს ინფორმაციით, საბერძნეთში გვალვის კიდევ ერთი ტალღაა მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

კერძოდ, კალიანოს პროგნოზით, გარდა იმისა, რომ საკმაოდ დაცხება, მოსალოდნელია აფრიკული მტვერის შემოდინებაც და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მეტეოროლოგი აცხადებს, რომ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შენარჩუნდება 4 დღის მანძილზე, 18 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირდება 42 გრადუსიც.

ათენში ხვალ ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება, ზეგ 37, ხოლო 18 აგვისტოდან 38 გრადუსამდე აიწევს. როგორც ჩანს, ყველაზე კრიტიკული დღე პარასკევი იქნება, რადგან ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური 19 აგვისტოს 40 გრადუსს პროგნოზირებს.

onalem

ტესტ