fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დედა-შვილის კრიმინალური ორგანიზაცია მიკონოსზე – ისინი ესპანეთიდან არიან და განსაკუთრებული ოსტატობით ქურდობდნენ

ბერძნული მედია ავრცელებს,დედა-შვილის ფოტოებს, რომელთაგან მხოლოდ ქალია დაკავებული, ხოლო მისი ვაჟი ჯერ კიდევ ძებნაშია. ისინი არ არიან ბოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, რომელთა მოქალაქეების შესახებაც მედიას განსაკუთრებით უყვარს საუბარი, არამედ ესპანეთიდან, ევროპის ქვეყნიდან და ბრალად მრავალჯერადი ქურდობები ედებათ.

როგორც ირკვევა, ესპანელ დედა-შვილს, ფაქტობრივად, კრიმინალური ორგანიზაცია ჰქონდათ ჩამოყალიბებული, ძარცვავდნენ ტურისტებს იმდენად ოსტატურად, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, სად ქრებოდა მათი ძვირფასი ჩანთები და სხვა ძვირადღირებული ნივთები.


24 წლის მამაკაცის გარდა, იძებნება კიდევ ერთი გოგონა, რომლის ვინაობაც უცნობია და დედა-შვილს ქურდობების დროს ეხმარებოდა, სავარაუდოდ, ასრულებდა ინფორმაციის გადამცემის ფუნქციას.

დაკავებულ ქალს აღმოუჩინეს მოპარული ნივთები, რომლებიც არა მხოლოდ ცალკეულ ტურისტებს ეკუთვნით, არამედ მაღაზიებიდანაც არის მოპარული.

onalem

ტესტ