fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: უზარმაზარი რაოდენობის ნაგავში ოქროთი სავსე ჩანთა იპოვეს, რომელიც ოქრომჭედელმა შემთხვევით გადააგდო

შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც ქალაქის მერმა, კონსტანტინოს ზერვამ პირადად გადაუხადა მადლობა დასუფთავების თანამშრომლებს, რომელთაც შეიძლება ითქვას, რომ სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს განძის საპოვნელად.

როგორც ირკვევა, ადამიანს, რომელიც ოქრომჭედლად მუშაობს, ნაგავში შემთხვევით ოქროთი სავსე ჩანთა გადაუყვა და როდესაც ეს გააცნობიერა, შოკში ჩავარდა, რადგან საუბარია ათასობით ევროს ღირებულების სამკაულზე. ოქრომჭედელმა დაუყოვნებლივ დარეკა მერიაში და ითხოვა, რომ ჩანთა მოეძებნათ, შემდეგ კი, ადგილზე მივიდა.

“როდესაც ეს ადამიანი დაგვიკავშირდა, მაშინვე გავემართეთ ადგილისკენ, სადაც ჩანთა უნდა მოგვეძებნა, არ ვიცით, ზუსტად რა ღირებულების ოქროზეა საუბარი, თუმცა, ვიცით, რომ სამკაულები ათასობით ევრო ღირს. მოქალაქე კი, რომელმაც მოგვმართა, შოკურ მდგომარეობაში იყო და ამბობდა, რომ შემთხვევით გადააგდო. ფაქტობრივად, ოპერაცია ჩავატარეთ და 45 წუთი მოვანდომეთ, რომ ამ რაოდენობის ნაგავში გვეპოვა ოქროთი სავსე ჩანთა. საბოლოოდ, მივაგენით და პატრონი უკიდურესად გახარებული იყო,” აცხადებს თანამშრომელი.

 

onalem

ტესტ